Olami vibes – Olami Georgia-ს ახალი პროგრამაა, რომელიც განკუთვნილია 13-16 წლამდე ბავშვებისათვის. პროგრამის მთავარი მიზანი არის მათი დაახლოება ებრაულ თემთან და ტრადიციებთან.

თვეში ერთხელ ტარდება გასვლით შეხვედრები. ბავშვები სტუმრობენ მუზეუმებს,  გასართობ და შემეცნებით ცენტრებში და ბუნებაში. პარალელურად მათ უტარდებათ თორის გაკვეთილი, რაც ზრდის მათ ცოდნას სხვადასხვა საკითხებში.